abuladze1973@gmail.com

1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი. ორიგინალი

ფოტო #1
1918 წლის 26 მაისის ორიგინალი. შესრულებულია სამ ფურცელზე, გერბის და ოფიციალური ფურცლებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტების გარეშე. აშკარად ჩანს მის მომზადებაში სიჩქარე.
დაცულია ეროვნულ არქივში.
ინფორმაცია ბექა კობახიძის გვერდიდან

საქართველოს ეროვნული საბჭო















ფოტო გადმოტანილია ირაკლი ხვადაგიანის გვერდიდან 

103 წლის წინ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს




1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია შედგება 149 მუხლისა და 17 თავისაგან.

კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ, უცვლელ ფორმად გამოაცხადა. საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დამოუკიდებელ და განუყოფელ სახელმწიფოდ.
  "1921 წლის კონსტიტუციის, როგორც დემოკრატიული აქტის, ერთ-ერთ საუკეთესო მახასიათებელს წარმოადგენს მისი მე-3 თავი, რომელმაც მოახდინა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა რეგლამენტაცია. კონსტიტუციამ დაუშვებლად მიიჩნია ორმოქალაქეობა. მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსი ეფუძნებოდა თანასწორობის პრინციპს. აიკრძალა ყოველგვარი წოდებრივი განსხვავებისა და ხარისხის მინიჭება, გარდა აკადემიურისა.

  ურთულესი საშინაო თუ საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და აღიარა პიროვნების ხელშეუხებლობა.

კონსტიტუციაში წარმოდგენილი იყო პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტრი. ცალკე თავად გამოიყო ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები. მაგალითად, დაწყებითი განათლება საყოველთაოდ, უსასყიდლოდ და სავალდებულოდ გამოცხადდა.

   სახელმწიფო კისრულობდა ვალდებულებას უღარიბესი ოჯახების შვილებისათვის აღმოეჩინა დახმარება საზრდოს, ტანსაცმლისა და სასწავლო ნივთების უფასო გადაცემით.

კონსტიტუციაში პირდაპირ არ ყოფილა აღიარებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი, მაგრამ კონსტიტუციით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანიზაცია მოწმობს, რომ იგი აღიარებს და ეყრდნობა სწორედ ხელისუფლების დანაწილების თეორიას.
  ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ აღიარებული იყო პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სამი წლის ვადით.
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევდა პარლამენტი. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრებოდა ერთი წლით. ერთი და იგივე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ ორჯერ.
სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. კონსტიტუცია ადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების დემოკრატიულ პრინციპებს.
შესაბამისად, გამოცხადდა

  • სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა მხოლოდ კანონისადმი მორჩილება;
  • ოსამართლეთა არჩევითობა;
  • სასამართლოში საქმის განხილვის საჯაროობა;
  • განხილვაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა და სხვა.
  • კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომლის ფარგლებში დააწესა შემდეგი ავტონომიური ერთეულების არსებობა: სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველო ანუ ბათუმის მხარე, ზაქათალას ოლქი. ამ ავტონომიურ ერთეულებს ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებში მინიჭებული ჰქონდათ ფართო თვითმმართველობის უფლება.
     1921 წლის კონსტიტუციაში ცალკე თავები ეთმობოდა სახელმწიფო ფინანსებს, სახელმწიფო კონტროლს, სახელმწიფო თავდაცვას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, სახელმწიფო მოხელეებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას და სხვა.
     კონსტიტუციის ბოლო თავში განსაზღვრული იყო მისი გადასინჯვის, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი. ამ წესის მიხედვით, იგი შეიძლება მივაკუთვნოთ რთულ კონსტიტუციათა რიგს. კონსტიტუციის გადასინჯვის უფლების მქონე სუბიექტებს წარმოადგენდა პარლამენტი, მის წევრთა არა ნაკლებ ნახევრის სახით და 50.000 ამომრჩეველი. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ წინადადება პარლამენტის დღის წესრიგში არ შეიძლება დასმულიყო მისი შეტანიდან არა უადრეს 6 თვისა.
    მთლიანი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულად ითვლებოდა, თუ მას მხარს დაუჭერდა პარლამენტის საერთო რაოდენობის ორი მესამედი.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია როგორც ფორმით, ისე შინაარსით სრულად პასუხობდა დროის შესაბამის დემოკრატიულ მოთხოვნებს, პარაგრაფის დასაწყისში აღნიშნულ გარემოებათა გამო მისი მოქმედება უკიდურესად ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება აღსდგა 1992 წლის 21 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დეკლარაციის საფუძველზე, მაგრამ ამ პერიოდისათვის 1921 წლის კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმები და ინსტიტუტები         თანამედროვეობისათვის შეუფერებელი აღმოჩნდა და მან პრაქტიკულად ვერ მოახერხა ქვეყნის საზოგადოებრივი წესწყობილებისა და პოლიტიკის საფუძვლების რეგულირება."

                            გამოყენებულია მასალა   საქართველოს კონსტიტუციური სამართალი 



  



   1918-1921 წლების  საფუძვლიანი ისტორიის შესწავლა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ,  საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა (1991 წელს) და გაჩნდა მნიშვნელოვანი შეკითხვაც- რა მოხდა 70 წლის წინ, ასწავლიდნენ სკოლებში ისტორიას და არ ასწავლიდნენ რეალურ ამბავს, დღეს შეგვიძლია უფრო საფუძვლიანად გავაცნოთ მოსწავლეებს ეს პერიოდი, ამის საშუალებას იძლევა ის მასალა რომელიც უკვე არსებობს და ხელიც მიგვიწვდება, თუმცა ბევრი რამე ჯერ კიდევ გამოსაკვლევი და შესასწავლია, მაგრამ არსებული მასალა მეტ-ნაკლებად ზუსტად დაგვანახებს რა ხდებოდა საქართველოში 1918-1921 წლებში .
   1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ  "დუმდა " საქართველო ,ვინც ცდილობდა ეთქვა, ებრძოლა, ან თუნდაც გაეპროტესტებინა ანექსია  ისინი უბრალოდ თავიდან მოიშორეს - დახვრიტეს ჩვენი გენერლები, მწერლები, უბრალოდ ადამიანები , მათი საფლავები დღეს გაბნეულია  ჩვენი ქვეყნის კუთხეებში, ვიცით თბილისშიც ერთი ადგილი- ვაკის პარკი, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია , მათ შორისაა  გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი , აქვე გავიხსნებ მის  უკანასკნელ  სიტყვებს : „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“ 
ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე

დახვრეტაში პირადად მონაწილეობდა რუსი ჯალათი პანკრატოვი. სასიკვდილო განაჩენი მის გარდა გამოიტანეს: მაგილევსკიმ, აშუკინმა, ორჯონიკიძემ, ორახელაშვილმა და კვანტალიანმა. დიახ, იყვნენ კვანტალიანები, ორახელაშვილები, ორჯონიკიძეები, მაგრამ იყვნენ ანდრონიკაშვილები, მაზნიაშვილები, ჩოლოყაშვილები და უბრალოდ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, რომელთა სახელებს ვერ ამბობდნენ  70 წლის მანძილზე , მაგრამ იყვნენ შთამომავლები ღირსეული წინაპრებისა, რომლებმაც გამოიარეს რეპრესიები, დამცირება, გარიყვა ყველასგან .. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება გაკვეთილზე ჩვენ მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ 1918 -1921 წლის საქართველოზე 
   ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიშა ბახტაძეს,ის საზოგადოეას ყოველდღიურად ბევრ საინტერესო მასალას აწვდის  იმ პერიოდზე, რომელიც ყველას გვაინტერესებს და რომლის ცოდნა აუცილეებლია . ამავე გევრდზე შეგიძლიათ იხილოთ  ელექტროვერსიად წარმოდგენილი წიგნი, სადაც  ავტორი თავის ნაშრომში იხსენებს სახარებას , ამიტომ მეც გადმოვიტან ამ  სიტყვებს :
"ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის , რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა " მათე 5.10

ებისმერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მასალა , საავტორო უფლებების დაცვით

გმადლობთ