abuladze1973@gmail.com

იუნკრები

იუნკერი (გერმ. Junker) —განმარტება - თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერი XVIII—XIX საუკუნის I ნახევრის რუსეთის იმპერაში . მომზადებას გადიოდნენ სპეციალურ სკოლებში. მოგვიანებით (1864 წლიდან) იუნკერს უწოდებდნენ იუნკერთა სასწავლებლის კურსანტს, რომელიც ოფიცრის ჩინისათვის ამზადებდნენ.
 
  "იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში, სკოლის მიზანი იყო ქართული რეგულარული არმიისათვის მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები. სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და პირველი მეთაურის გენერალ კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით სასწავლებლიდან გამოსული ოფიცრები უნდა გამხდარიყვნენ ახალი ქართული არმიის ძირითადი ქვაკუთხედი, ამიტომ სამხედრო საქმის სწავლასთან ერთად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. სწავლის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრებოდა, პირველ წელს კურსანტები გაივლიდნენ საერთო თეორიულ სამხედრო კურსს, ხოლო მეორე წელს დაიყოფოდნენ სპეციალობების მიხედვით. შტატების მიხედვით სკოლას უნდა მიეღო 180 იუნკერი, 90-90 ორი წლის განმავლობაში, აქედან 120 ქვეითი ჯარისათვის, 30 არტილერიისათვის, 10 კავალერიისათვის, ხოლო 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში სიის მიხედვით ირიცხებოდა 183 იუნკერი, მათმა უდიდესმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. " (დ.სილაქაძე)

0 коммент.: