დამოუკიდებლობის აღდგენა
ბრესსტის ზავი 1918 წლის 3 მარტი |
რუსეთის არმიამ როგორც კი მიატოვა კავკასიის ფრონტი, გასაკვირი არ არის, რომ თურქეთი გააქტიურდებოდა , მასთან ომი იმ პერიოდში ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა;
1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთმა სეპარატიული ზავი გააფორმა გერმანიასა და მის მოკავშირეებთან; თურქეთმა როგორც გერმანიის მოკავშირემ მიიღო ბათუმის , ყარსის და არტაანის ოლქები.ეს გადაწყვეტილება არავის შეუთანხმებია ამიერკავკასიის ქვეყნებთან, თავად თურქეთმა კი ამ ზავით მინიჭეწბული უფლებების განხორციელებას მაშინვე შეუდგა . ამიერკავკასიამ გადაწყვიტა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა ეს პრობლემა და მარტში ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება , დელეგაციას აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა.თურქეთი არ აპირებდა არაფრის დათმობას, ამიტომ საზავო მოლაპარაკებები შეწყდა;
აკაკი ჩხენკელი |
ბათუმის საზავო კონფერენციაზე (1918 წლის 11 მაისს) თურქეთმა ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქების გარდა მოითხოვა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გადაცემა. ამავე დროს გამოიკვეთა , რომ სომხეთი, აზეირბაიჯანი და საქართველო ვერ თანხმდებოდა საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის საკითხში, კერძოდ, სომხეთი -ინგლისელების მხარეს იხრებოდნენ, აზერბაიჯანი თურქთთან მეგობრობას ამჯობინებდა , საქართველომ კი მოკავშირედ გერმანია აირჩია , გარდა ამისა ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის არსებობდა გარკვეულ ტერიტორიებზეც დავა .
ბათუმში ყოფნისას აკაკი ჩხენკელმა დაიწყო მოლაპარაკება გერმანიის დელეგაციის თავჯომარესთან ფონ ლოსოვთან. უკვე 14 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო პოლიტიკური კურსი .აკაკი ჩხენკელს უფლება მიეცა გერმანიის დახმარებით დაეცვა საქართველოს ინტერესები;
საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მზადებას.
1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთი კვლავ აგრძელებს შემოტევას, საფრთხე შეექმნა თბილისაც , გერმანია არ ეპირებდა საქართველოს დაცვას იქამდე, სანამ ის ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი იქნებოდა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხი .
მეფისნაცვლის სასახლე |
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი"
გამოყენებული ლიტ-რა : მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული
საქართველოს ისტორია
0 коммент.: