abuladze1973@gmail.com


  



   1918-1921 წლების  საფუძვლიანი ისტორიის შესწავლა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ,  საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა (1991 წელს) და გაჩნდა მნიშვნელოვანი შეკითხვაც- რა მოხდა 70 წლის წინ, ასწავლიდნენ სკოლებში ისტორიას და არ ასწავლიდნენ რეალურ ამბავს, დღეს შეგვიძლია უფრო საფუძვლიანად გავაცნოთ მოსწავლეებს ეს პერიოდი, ამის საშუალებას იძლევა ის მასალა რომელიც უკვე არსებობს და ხელიც მიგვიწვდება, თუმცა ბევრი რამე ჯერ კიდევ გამოსაკვლევი და შესასწავლია, მაგრამ არსებული მასალა მეტ-ნაკლებად ზუსტად დაგვანახებს რა ხდებოდა საქართველოში 1918-1921 წლებში .
   1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ  "დუმდა " საქართველო ,ვინც ცდილობდა ეთქვა, ებრძოლა, ან თუნდაც გაეპროტესტებინა ანექსია  ისინი უბრალოდ თავიდან მოიშორეს - დახვრიტეს ჩვენი გენერლები, მწერლები, უბრალოდ ადამიანები , მათი საფლავები დღეს გაბნეულია  ჩვენი ქვეყნის კუთხეებში, ვიცით თბილისშიც ერთი ადგილი- ვაკის პარკი, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია , მათ შორისაა  გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი , აქვე გავიხსნებ მის  უკანასკნელ  სიტყვებს : „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“ 
ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე

დახვრეტაში პირადად მონაწილეობდა რუსი ჯალათი პანკრატოვი. სასიკვდილო განაჩენი მის გარდა გამოიტანეს: მაგილევსკიმ, აშუკინმა, ორჯონიკიძემ, ორახელაშვილმა და კვანტალიანმა. დიახ, იყვნენ კვანტალიანები, ორახელაშვილები, ორჯონიკიძეები, მაგრამ იყვნენ ანდრონიკაშვილები, მაზნიაშვილები, ჩოლოყაშვილები და უბრალოდ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, რომელთა სახელებს ვერ ამბობდნენ  70 წლის მანძილზე , მაგრამ იყვნენ შთამომავლები ღირსეული წინაპრებისა, რომლებმაც გამოიარეს რეპრესიები, დამცირება, გარიყვა ყველასგან .. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება გაკვეთილზე ჩვენ მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ 1918 -1921 წლის საქართველოზე 
   ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიშა ბახტაძეს,ის საზოგადოეას ყოველდღიურად ბევრ საინტერესო მასალას აწვდის  იმ პერიოდზე, რომელიც ყველას გვაინტერესებს და რომლის ცოდნა აუცილეებლია . ამავე გევრდზე შეგიძლიათ იხილოთ  ელექტროვერსიად წარმოდგენილი წიგნი, სადაც  ავტორი თავის ნაშრომში იხსენებს სახარებას , ამიტომ მეც გადმოვიტან ამ  სიტყვებს :
"ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის , რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა " მათე 5.10

ებისმერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მასალა , საავტორო უფლებების დაცვით

გმადლობთ

0 коммент.: